It will hit you.. WITH A SPOON!.. again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again...
Thursday, June 24, 2010
ყველაზე სასტიკი მკვლელი, ყველაზე სასტიკი იარაღით…
It will hit you.. WITH A SPOON!.. again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again and again...
ყველაზე საინტერესო ტელეფონი

10 ყველაზე უცნაური დანაშაული

10 ადგილი :
ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.
9 ადგილი:
ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.
8 ადგილი:
ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.
7 ადგილი:
ერთმა ამერიკელმა “გენიოსმა” გადაწყვიტა ბანკის გაძარცვა. მიაკითხა Bank of America-ს და დეპოზიტის კარტაზე ამოჩხაპნა “ეს ძარცვაა. ჩაალაგეთ ფული ჩანთაში”. ამის შემდეგ ჩადგა რიგში. რიგში დგომისას ეჭვმა შეიპყრო, რომ ვინმეს შეიძლებოდა დაენახა რა ამოჩხაპნა და სასწრაფოდ დატოვა ბანკი. გადავიდა მოპირდაპირე გზაზე და შევიდა Wells Fargo Bank-ში. იქ უფრო ცოტა ხალხი დახვდა და რიგში ჩადგა. როცა სალაროსთან მივიდა დეპოზიტის კარტა გაუწოდა ოპერატორს. ოპერატორი მიხვდა რომ ჩვენი გმირი ჭკუის ნაკლებობას განიცდიდა და უთხრა, რომ ეს კარტა Bank of America-ის იყო და მისი მიღება არ შეეძლო. ის უნდა დაბრუნებულიყო Bank of America-ში რომ გადმოეყვანათ Wells Fargo Bank დეპოზიტზე. ჩვენმა “გენიოსმაც” დატოვა ბანკი. მისი გასვლის შემდეგ ოპერატორმა ეს ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე წუთში ის დაიჭირეს. აბა თუ გამოიცნობთ სად? Bank of America რიგში
6 ადგილი:
ინგლისელი მძღოლი მოძრაობის წესების დარღვევისას კამერამ დააფიქსირა და სახლში ფოსტით მიუვიდა 40 ფუნტი ჯარიმის გადასახდელი ქვითარი და მანქანის სურათი დარღვევის მომენტში. იმის მაგივრად რომ გადაეხადა მან პოლიციაში გააგზავნა 40 ფუნტიანი კუპიურას სურათი. ცოტა ხნის შემდეგ კიდე მოუვიდა ფოსტით სურათი სადაც ბორკილები ეხატა. ამ სურათის ავტორისეული ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გაორმაგებული ჯარიმა იმ დღესვე იქნა გადახდილი.
5 ადგილი:
მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის კურტკა საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ კურტკის შიგნით იარაღი იმალებოდა-ამ შემთხვევში ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა იენსენმა-” მე იმავე კურტკაში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად კურტკა გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც კურტკის შინგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განამავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა
4 ადგილი:
შეიარაღებულ ძარცვაში ბრალდებულმა დენის ნიუტონმა ადვოკატი დაითხოვა და თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის დაცვა. ადვოკატობა მშვენივრად გამოდიოდა მანამ სანამ პროლურორმა მოწმედ არ გამოიძახა-გოგონა, გაძარცული მაღაზიის მენეჯერი, რომელმაც ის ამოიცნო. დენისმა გოგონა დაანაშაულა ტყულში და დაამატა “მაშინვე უნდა დამეხალა შენ ცარიელ თავშიო” და უცბად გონებაზე მოსულმა დაამატა “იქ რომ ვყოფილიყავიო”. მართმსაჯულებს 20 წუთი დასჭირდათ 30 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.
3 ადგილი:
მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერმა. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდ.
2 ადგილი:
ორი შეიარაღებული პიროვენბა შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: “არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!”. როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.
1 ადგილი:
ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. ერთი თვის შემდეგ სადაზღვეო კომპანიაში თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა (ინგლისში ხანძარი და ცეცხლი ერთი მნიშვნელობითაა-fire). კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯელტმენმა საქმე მოიგო. სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა “დაზარალებულს” ხანძრისგან დამწვარი სიგარებისთვის. მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.
ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა
მსოფლიოში ყველაზე ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ადამიანის შეხვედრა ჩინეთში
100 ყველაზე ცნობილი ადამიანი
საინტერესო ფაქტები
- ყოველდღე რუსეთში დაახლოებით 710 ხანძარი ჩნდება, სადაც დაახლოებით 40 ადამიანი იღუპება
- 1977 წელს, ამერიკელ ფიზიკოსთა შორის ქალები მხოლო 8 %-ს შეადგენდნენ
- მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სახელი არის ანა. ანა 100 მილიონზე მეტ ქალს ჰქვია
- ყველაზე მეტი ასაკოვანი ადამიანი ცხოვრობს შვეიცარიაში (24 %), ხოლო ყველაზე ნაკლები – ქუვეითში (2 %)
- შვეიცარიაში 300 000 ადამიანზე მეტი , გვარად კარლსონია
- იაპონიაში გვამების 93 % -ს უტარებენ კრემაციას, ინგლისში – 67 % , ხოლო ამერიკაში მხოლოდ – 12 %
- მსოფლიოში კათოლიკები უფრო მეტნი არიან, ვიდრე დანარჩენი ქრისტიანები
- ამერიკაში დაახლოებით 2.383.000 ადამიანი ატარებს გვარს – Smith
- იტალიაში ყველაზე გავრცელებული სახელი და გვარი არის მარიო როსი
- ქერათმიანების თავზე დაახლოებით 150 000 ცალი თმის ღერია, ხოლო შავგვრემანებისასზე დაახლოებით 100 000
- ინგლისელებმა გამოთვალეს, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 100 000 კილომეტრს გადის ფეხით
- ჩინეთში, ინგლისურად უფრო მეტი ადამიანი საუბრობს, ვიდრე აშშ-ში
- ამერიკელების მხოლოდ 55 % მა იცის, რომ მზე ვარსკვლავია
- მსოფლიოში ყოველდღიურად 4,5 მილიარდი ტონა ბენზინი იხარჯება
- 1900 წელს ამერიკაში 8000 ავტომობილი იყო, ხოლო 1919 წელს უკვე 6 მილიონი
- კომპიუტერზე ტექსტის აკრეფისას 56 % სამუშაოს მარცხენა ხელი ასრულებს
- ამერიკელს შხაპის მიღებისას საშუალოდ 56 ლიტრი წყალი სჭირდება. ამაში ის ხარჯავს საშუალოდ 10,4 წუთს…
- 5 – დან 4 ადამიანი, რომელიც 100 წლამდე აღწევს, ქალია
- მოსკოვში 100 000 ზე მეტი ოჯახია, გვარად – ივანოვი
- ყველაზე ძველი ასო არის “O”… ის გვხვდება დაახლოებით 3300 წლის წინანდელ ფინიკიურ ანბანში, და მას შემდეგ ამ ასოში არაფერი შეცვლილა
- ყველაზე გავრცელებული ხმოვანი არის “A”… არ არსებობს ენა, სადაც A არ იყოს. A არის აგრეთვე აფხაზურ ენაშიც, სადაც მხოლოდ 2 ხმოვანია: A და E
- არ არსებობს რუსული სიტყვები, რომლებიც ასო “Э”-თი მთავრდებოდეს…
- რუსულ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც «Ы»-თი იწყებოდეს… მაგრამ თურქები «Ы»-ს
- “აღმერთებენ”… რუსული სიტყვა “шкаф” თურქულად ჟღერს ასე “”ышкаф”… ასევე ერაყს თურქები ასე უწოდებენ: “Ырак”
- ფრანგულ ენაში თითქმის არ არსებობს საკუთარი სახელი, რომელიც “х, у, z” ამ ასოებით იწყება
მსოფლიოს ყველაზე გრძელი პაროლი
“MickeyMinniePlutoHueyLouieDeweyDonaldGoofyWashington”
როდესაც ჰკითხეს თუ რატომ გაქვსო ამხელა პაროლი მან უპასუხა, რომ იქ ეწერა, რომ it had to be at least 8 characters long and include at least one capital. (ის უნდა ყოფილიყო 8 პერსონაჟიანი მაინც და ერთი მაინც მთავარი უნდა ყოფილიყოო) * როგორც ჩანს, ჭკვიანი ქალბატონი ვერ მიხვდა, რომ character 1 ციფრს, ფიგურას მაინც ნიშნავს, ხოლო capital დიდ ასოს.
იცით თუ არა,რომ...

იცით თუ არა, რომ დეიან სტანკოვიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს სამი ქვეყნის ღირსება დაიცვა მსოფლიო ჩემპიონატებზე: იუგოსლავიის (1998), გაერთიანებული სერბიისა და მონტენეგროს (2006) და სერბეთის (2010).
იცით თუ არა,რომ სამხედრო ტაქტიკაში ალყა პირველად ჰანიბალმა გამოიყენა კანეს ბრძოლაში ძვ. წ. 216 წელს.
იცით თუ არა,რომ მაქსიმ გორკიმ ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ თბილისში დაწერა.
იცით თუ არა,რომ ჰიპოლიტუსი ერთადერთი წმინდა ანტიპაპია.
იცით თუ არა,რომ ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში.
იცით თუ არა,რომ სიტყვა «პარლამენტი» წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან «parler», რაც «ლაპარაკს» ნიშნავს.
იცით თუ არა,რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ნამდვილი სახელია ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ.
იცით თუ არა,რომ ჯოან როულინგი არის ყველაზე მდიდარი ავტორი მსოფლიოში.
იცით თუ არა,რომ უილიამ შექსპირის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას თავდაპირველად „ჯულიეტა და რომეო“ ერქვა და არა „რომეო და ჯულიეტა“.
იცით თუ არა,რომ მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას.
იცით თუ არა,რომ სამხრეთამერიკელი ინდიელები მტაცებელი თევზის პირანიას ყბებს მაკრატლის მაგივრად ხმარობდნენ.
იცით თუ არა,რომ ყველაზე ადრეულ ასაკში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ. იგი 29 წლის იყო.
იცით თუ არა,რომ ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა.
იცით თუ არა,რომ ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ.
იცით თუ არა,რომ 13 წლის ჯორდან რომერო ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტია, რომელმაც ევერესტი დალაშქრა…
Flashmob
Flashmob-ი არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა დადგმებს აკეთებს.
ბელგიის ცენტრალური სადგური. ხალხის რეაქციას უყურეთ რა გაოცებულები არიან. ამ ვიდეოების ყურებისას უცებ გამიჩნდა ესეთი მარკეტინგული იდეა სავაჭრო ცენტრებისთვის უნდა გააკეთო ასე მოულოდნელი დადგმა სავაჭრო ცენტრსჰი და მერწმუნეტ მოიზიდავ მომხმარებელს
ვინი პუხი
ვინი პუხის უცნაური ვერსია, ვისაც ინგლისური დნავ მაინც ესმის მაგრა მოეწონება მოუსმინეთ კარგად
უცნაური ავეჯი
WoW აი ამ ავეჯის პატრონს შეუძლია თქვას სახლი მაქ მექანიკაო. სივცეც გაქ და ავეჯიც. მაგარია რა
ორმაგი მაკრატელა
ვაგრძელებთ რა დღეისათვის აქტუალურ თემაზე, ფეხბურთზე, საუბარს მინდა შემოგთავაზოთ ეს არაჩვეულებრივი გოლო, რომელიც არგენტინის ჩემპიონატში გავიდა და მართლაც რომ ისტორიული გოლია. მე პირადათ კომენტატორიც მომეწონა და კარგად ვიხალისე
Tuesday, June 22, 2010
მსოფლიოში ყველაზე დიიიიდიი …
10 ყველაზე ღრმა გამოქვაბული მსოფლიოში

1. კრუბერის სახელობის (სიღრმე 2170 მეტრი) საქართველო, აფხაზეთი
2.ილუზია–სნეჟნაია–მეჟონოგო (1753 მ) საქართველო, აფხაზეთი
3. მიროლდა (1733 მ) საფრანგეთი
4.ლამპრეხტსოფენი (1632 მ) ავსტრია
5. ჟან ბერნარი (1602 მ) საფრანგეთი
6. ტოლკა დერ კერო (1589 მ) ესპანეთი
7. სარმა (1543 მ) საქართველო, აფხაზეთი
8. სეჰი 2 “ლა ვენდეტა” (1533 მ) სლოვენია
9. ჩევე (1484 მ) მექსიკა
10. პანტიუხინის სახელობის (1480 მ, სხვა წყაროებით 1540მ) საქართველო
ზუსტი ჩამონათვალი არ არსებობს, რადგან საქართველოს ეს გამოქვაბულები ბოლომდე არ არიან გამოკვლეულნი
ყველაზე ძვირი ავეჯი

ყველაზე ძვირი აბაზანა აბაზანა დამზადებულია სუფთა სპილენძისაგან და მისი ღირებულება 67,557 დოლარია

ყველაზე ძვირი საწოლი დამზადებულია ქაშმირისა და აბრეშუმისაგან მისი ღირებულება 59,750 დოლარს შეადგენს

ყველაზე ძვირად ღირებული მაგიდა დამზადებულია კომპანია “Parnian Furniture Design”-ის მიერ და ის 6 ეგზოტიური ხისგან არის შექმნილი. მისი ღირებულება 200 000 დოლარს შეადგენს

ყველაზე ძვირი სკამი (ტაბურეტკა :D) დამზადებულია ოქროსგან და 1.3 მილიონი დოლარი ღირს
ყველაზე დიდი გემი
USS Enterprise ყველაზე დიდი საბრძოლო გემია, რომელიც ამერიკის საზღვაო ძალებს ეკუთვნის, Nimitz ის კლასის ყველაზე დიდი გემი, ორი ატომური რეაქტორით, ოთხი ტურბინით რომელიც დაკავშირებულია ოთხ ხრახნთან. ტურბინებს 260000 ცხენის ძალა აქვს. მისი სიგრძე 340 მეტრია, მისი ეკიპაჟი 5700 კაცისგან შედგება, 3200 მეზღვაური და 2500 მფრინავი. მას 85 თვითმფრინავი გადააქავს, ეს თვითმფრინავებია F-18e / F Super Hornet, EA-6B Prowler, E-2 Hawkeye, C-2 Greyhound, SH/HH-60 Seahawkdan S-3 Viking.
Oasis of The Seas ამ დროისათვის არსებული ყველაზე დიდი სამგზავრო გემია. ეს გემი ეკუთვნის Royal Caribbean International. მისი კონსტრუქციის საერთო ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია. მისი სიგრძე 360 მეტრია
7 წლის ქირურგი

აკრიტ იასუალი დაიბადა ინდოეთში, სადაც მას ყველაზე ჭკვიან ბავშვს ეძახიან, მისი IQ ქულა შეადგენს 146-ს, რაც მილიარდიან ქვეყანაში შესანიშნავ შედეგად ითვლება. საზოგადო ყურადღება აკრიტმა მიიპყრო 2000 წელს, როდესაც ჩაატარა თავისი პირველი “ქირურგიული” ოპერაცია. ის იყო 7 წლის, მისი პაციენტი -მეზობელი გოგონა კი 8 წლის. გოგონა დამწვრობის გამო ვერ შლიდა მუშტს, და აკრიტმა, სპეციალური მედიცინური ოსტატობის ხარჯზე, საჭირო მოქმედებით “მოურჩინა” გოგონას ხელი… ამ შემთხვევის შემდეგ აკრიტი წავიდა სასწავლებლად “Chandigarh College”-ში და ახლა ის ითვლება ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტად მთელი ინდოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
ზედმეტად ნიჭიერი
მას სიმღერის საოცარი ნიჭი და ტალანტი აღმოაჩნდა. ის ითვლება ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად, მას შემდეგ რაც გამოვიდა მისი ალბომი < <>> . ეს ალბომი მან 3 წლის ასაკში გამოსცა. კლეოპატრას შეუძლია ორსაათიანი გამოსვლით წარდგეს დიდი აუდიტორიის წინაშე. და ამისთვის ის 1000 ევროს იღებს… MTV -მ ის აღიარა ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად
გინესის რეკორდი

გინესის რეკორდი
ამ სურათზე 27 წლის ჯოელ უოლი დგას რეზინის ბურთზე, რომელიც მან გააკეთა სხვადასხვა ზომისა და ფორმის რეზინებით… ჯოელი მუშაობს ტანსაცმლის მაღაზიაში, უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ის აგროვებდა ამ რეზინებს და ბოლოს გააკეთა ეს ბურთი. გინესის რეკორდების წიგნმა ის აღიარა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბურთად 2008 წელს. (აშშ, ფლორიდა, 2009 წლის 23 ოქტომბერი)
საინტერესო ფაქტები
2.) სანთებელა ასანთზე ადრე გამოიგონეს
3.) ნიანგებს ენის გამოყოფა არ შეუძლიათ
4.) ყოველდღიურად ამერიკელები 18 ჰექტარ პიცას ჭამენ
5.) რიჩარდ ნიქსონი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსა და გვარში სიტყვა “criminal”-ის ყველა ასო შედიოდა… (Richard Millhouse Nixon)
6) ხოლო მეორე პრეზიდენტი – ბილ კლინტონი (William Jefferson Clinton)
7.) მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტს თოვლი არ უნახავს, თუ არ ჩავთვლით ფოტოებსა და ტელევიზორში ნანახს
8.) მარგალიტი ძმარში იხსენება
9.) მერლინ მონროს ფეხებზე 6 თითი ჰქონდა
10.) ვენერა ერთადერთი პლანეტაა, რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს
11.) მაიკლ ჯორდანმა NIKE-სგან უფრო მეტი ფული მიიღო, ვიდრე მალაიზიის ფაბრიკის ყველა მომუშავემ
12.) საშუალოდ ადამიანის თავი იწონის 3,6 კგ-ს
13.) XV საუკუნეში სჯეროდათ, რომ წითელი ფერი კურნავდა. ავადმყოფებს ეცვათ წითელი ფერის სამოსები და მათ გარშემო ჭარბობდა წითელი ფერის ნივთები
14.) ძველად, ბერძნების აზრით ბიჭები იზრდებოდნენ მუცლის მარჯვენა მხარეს, ხოლო გოგონები მარცხენა მხარეს (ორსულობის დროს)
15.) ყველაზე გამოყენებადი საფოსტო ყუთი მდებარეობს ჩიკაგოში. მას დღეში 6 ჯერ ცლიან…
16.) ბიგ ბენის საათის “წუთების ისარი” სიგრძეში 3,3 მ – ს აჭარბებს
17.) სამხედრო ღირსება, პატივი არცერთ ქვეყანაში არ გადაეცემათ მარცხენა ხელით
18.) ნილოსი 2 – ჯერ იყო გაყინული: IX და XI საუკუნეებში
19.) ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 40 000 ლამპიონია
20.) შინაური კატის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 15 წელი, ხოლო გარეულის მხოლო 3-დან 5 წლამდე
ყველაზე მაღალი მოდელი
Caroline Welz არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოდელი მსოფლიოში და ყველაზე მაღალი ქალი გერმანიაში. Caroline არის მკერავი და ასევე მოდელი, მისი ფეხის სიგრძე არის 130სმ.
ვისაც გაინტერესებთ შეგილიათ ნახოთ ვიდეოებიც.
ახალი რეკორდი
ყველაზე მსუქანი ჩინელი
ყველაზე მსუქანმა ბავშვმა მსოფლიოში, 140 კილო დაიკლო

ამ გოგომ 19 თვეში 140 კილოგრამი დაიკლო.
ამ გოგოს ერთ დროს სიარული არ შეეძლო მისი სიმსუქნის გამო. 2007 წელს, როცა იგი 7 წლის იყო იწონიდა 222 კილოგრამს და აღიარეს ყველაზე მსუქან ბავშვად იმავე წელს.
ბევრი ადამიანის თხოვნის და დედამისის “მოთმინების ფიალის ავსების” შემდეგ მშობლებმა ის მკაცრ დიეტაზე დასვეს. ექიმმა თქმით, შესაძლო იყო, რომ მას დამართნოდა ინფაქტი, მაგრამ იგი გადარჩა და 140 კგ. დაიკლო 19 თვეში.
ახლა იგი 10 წლისაა და 50 კილოგრამს იწონის

